შეუზღუდავი სივრცე-შშმ პირები და ჩაკეტილი სივრცე

posted in: მულტიმედია | 0

რა შეიცვალა ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის? გაუმჯობესდა თუ არა გადაადგილების პრობლემა? გაჩნდა თუ არა ქალაქში პანდუსები და ხმოვანი შუქნიშნები? ამ კითხვებზე პასუხი იხილეთ ამავე გადაცემაში. გადაცემა მოზადდა ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ორგანიზებით.”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოში არსებული რეალობა“ – 3 დეკემბერს ამ თემაზე პრესკაფეში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” დისკუსია გამართა.
რა შეიცვალა ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის? გაუმჯობესდა თუ არა გადაადგილების პრობლემა? გაჩნდა თუ არა ქალაქში პანდუსები და ხმოვანი შუქნიშნები? ამ კითხვებზე პასუხი იხილეთ ამავე გადაცემაში რომლის სტუმრები იყვნენ:
თამაზ მჟავანაძე – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი და რამინ მაჭარაშვილი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი.

წამყვანი: ჭანიძე გურანდა – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი

გადაცემის მიმდინარეობისას თემის დეტალებზე მაყურებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები პირდაპირ ეთერში და გამოეხატოთ აზრი სკაიპის საშუალებით მისამართზე: presscafe.batumi ან ფეისბუქის გვერდზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

3 დეკემბერი გაეროს ინიციატივით, აღინიშნება, როგორც „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კეთლდღეობის, ღირსებისა და უფლებების აღიარება და მხარდაჭერა. გაერო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს ამ კუთხით არსებული პოლიტიკა პროგრამები და პრაქტიკა დააფუძნონ ადამიანების ფუნდამეტურ უფლებებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესებს.

გადაცემა მომზადდა ასოციაცია „ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ორგანიზებით, და NED-ის (დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი) მხარდაჭერით პროექტის „ დემოკრატიული იდეების განვითარების“ ფარგლებში, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება და მათი განვითარების სტიმულირება