კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის „ეს ჩემი უფლებაა“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისათვის გამოცხადებული ფოტო-კონკურსის „მე მაქვს უფლება“ და სცენარების კონკურსი „ჩაკეტილი სივრცე“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.მოსწავლეები 100 ლარიანი წიგნების ვაუჩერით დაჯილდოვდნენ.
ამასთან საუკეთესო ფოტოები 2 კვირის განმავლობაში გამოფენილი იქნება პრესკაფეში. საუკეთესო სცენარების ავტორების ჩართულობით მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება და დაჯილდოება გაიმართა 10 დეკემბერს, 15:00 საათზე პრესკაფეში, ხოლო 19:00 საათზე, გადაცემაში „შეუზღუდავი სივრცე“ მოწვეული იყო კონკურსის ორი გამარჯვებული.
პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.