ვიდეო კონკურსი

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”  აცხადებს ვიდეო კონკურსს 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. 

კონკურსის  თემა: საქართველო და ევროპა – მითები და რეალობა. 

აჭარის  რეგიონში მცხოვრებ  ახალგაზრდებს გაქვთ შესაძლებლობა,  მობილური ტელეფონით გადაიღოთ  2-3 წუთიანი ვიდეო-რგოლი, ატვირთოთ youtube-ს არზე და  გამოგვიგზავნოთ ბმული ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com

საკონკურსო  ნამუშევარში თქვენ შეგიძლიათ:

  • ასახოთ  ერთ ან რამდენიმე მითი;
  • აჩვენოთ როგორ  გავლენას ახდენს საზოგადოებაზე არასწორად მიწოდებული ინფორმაცია;
  • შემოგვთავაზოთ თქვენი ხედვა როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ევროინტეგრაციის მიმართ ფაქტებისა და ინფორმაციის გაყალბებას; 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 20 მაისი,  18:00 საათი. კონკურსის  მონაწილემ ასევე უნდა მოგვაწოდოს საკონტაქტო ინფორმაცია. 

გამარჯვებული გამოვლინდება 30 მაისამდე, მას  საჩუქრად გადაეცემა 400$-ის ღირებულების ტექნიკის ვაუჩერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 99 33 32

კონკურსი ცხადდება  პროექტის ფარგლებში  “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”.