აჭარის რეგიონული ჰაბის საქმიანობას უზრუნველყოფს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“  ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის  დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს  კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

ჰაბი წარმოადგენს რეგიონულ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თვითმმართველობა, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, მოხალისეები, ახალგაზრდები და სხვ.) კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით, ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას და მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

პროექტის და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ელ-ფოსტა: batumiijh@gmail.com

მობილური: +995 557  99 33 32



The works of Adjara Regional Hub are run by Independent Journalists’ House within the framework of the European Union (EU) and Konrad-Adenauer-Stiftung (KAS) funded project “Civil Society STAR initiative: CSOs as Sustainable, Transparent, Accountable and Resilient Development Actors in Georgia” (2021-2025). The project aims to strengthen civil society as an independent, sustainable, transparent, and accountable development actor across Georgia. 

The project is implemented by the Consortium led by the Konrad-Adenauer-Stiftung (KAS) and composed of the following CSOs: Center for Strategic Research and Development of Georgia (CSRDG), Civil Society Institute (CSI), Center for Training and Consultancy (CTC), Education Development and Employment Center (EDEC), and Institute for European Politics (IEP).

The hub is a regional platform which supports the sharing of information, experience and opportunities. Particularly, the hub spreads information about the project activities in the region, communicates with the local actors (CSOs, self-government, local business, media, volunteers, youth, and etc.) via consultation, networking, advocacy and monitoring, strengthens local CSOs, CBOs, civil activists and increases public awareness on their role and works.

For additional information about the project and its activities, please contact:

e-mail: batumiijh@gmail.com

Mob: +995 557 99 33 32