დისკუსია სოფელ სარფის საჯარო სკოლაში

17 აპრილს სტუდენტური დისკუსია სოფელ სარფის საჯარო სკოლაში გაიმართა. ორგანიზაციის მოხალისე მარიამ მიქელაძე თანატოლებს სოციალური ქსელისა და მისი გავლენის შესახებ ესაუბრა.

დისკუსიის დასაწყისში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სოციალური ქსელის შესაძლებლობებზე, სტატისტიკასა და გავლენაზე. ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა რაც განიხილეს სოციალურ ქსელზე ახალგაზრდების დამოკიდებულებას შეეხო.

დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.

შეხვედრის ფოტო-მასალა შეგიძლიათ  იხილოთ  ჩვენს facebook  გვერდზე.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=G8sPVubl_nU” width=640 height=360 ]