გერმანული სათვისტომოს ხელმძღვანელი-ირმა ტუნაძე

8 ნოემბერს, 21 საათსა და 10 წუთზე, გადაცემა „მთვარის კლუბის“ (ტალღაზე FM 104,5) სტუმარი იყო გერმანული სათვისტომოს ხელმძღვანელი – ირმა ტუნაძე.

2017 წელს, მწერალმა რამაზ სურმანიძემ გამოსცა წიგნი სახელწოდებით “ქართულ-გერმანული ურთიერთობანი”, რომელიც მიეძღვნა გერმანლთა საქართველოში დამკვიდრების 200 და საელჩოს გახსნის 25 წლისთავს.  წიგნის რეცენზენტი გახლდათ ირმა შმიდტი-ტუნაძე.

ავტორმა თავი მოუყარა საქართველო-გერმანიის ურთიერთობის ისტორიის მრავალ მასალას, რომელშიც ასახულია ორი ხალხის კავშირურთიერთობა მე18 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე. ცალკე გამოყოფილია ცნობილი მოგზაურობის და ისტორიული პიროვნებების ი.ა გიულდენშტედტის და ქ.რ. ელიზის უაღრესად საინტერესო მოღვაწეობა საქართველოში.

გერმანელებს დიდი წვლილი მიუძღვით ბათუმის ქალაქად ჩამოყალიბების პროცესში, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამეცნიერო თუ კულტურულ განვითარებაზე. როგორც აკადემიკოს რამაზ სურმანიძის წიგნში ვკითხულობთ გერმანელები საქართველოში 1817 წელს გამოჩდნენ. ისინი ჯერ შვაბიიდან იერუსალიმისკენ მიემგზავრებოდნენ, საბოლოოდ კი საქართველოში დასახლდნენ. ბათუმის ოლქში გერმანელების აქტიურად გამოჩენად ავტორი 1878 წელს ასახელებს. 1878 წლის 13 ივნისს წელს ბერლინში  ბისმარკის თავმჯდომარეობით გაიხსნა კონგრესი, რომელიც თითქმის ერთი თვე მიმდინარეობდა.  კონგრესზე დიდი კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, გერმანიის კანცლერის ოტო ფონ ბისმარკის წინადადებით გადაწყდა, ბათუმი ცხადდებოდა პორტო-ფრანკოდ, თავისუფალი სავაჭრო ნავსადგურად.

ირმა შმიდტი-ტუნაძე გვიყვება თავის ისტორიაზე. 1976 წელს ირმას ბებია ჩამოვიდა და დასახლდა  ბათუმში მეუღლესთან და შვილთან ერთად. ისინი ლატვიიდან გადმოსახლდნენ. მეუღლე ქართველი ყავდა და დასახლდნენ თამარის დასახლებაში. ირმას ბებიამ მალევე დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ ქარხანაში, მთავარ  ეკონომისტად. ისწავლა ქათული ენა და  წერა. თვლიდა, რომ ქართულის ენის ცოდნით გამოხატავდა  პატივისცემას საქართველოს მიმართ.  ირმა გვიყვება, რომ მისთვის უცხოა ადამიანს ჰკითხო თუ რა რელიგიის მიმდევარია ან რა ეროვნებისაა, რადგან ბებიამ ასწავლა ყველა რელიგიის და ეროვნების  ადამიანის პატივისცემა. მთავარია ადამიანი გიყვარდეს და არა მისი წარმომავლობა.  ირმა იხსენებს , რომ მის ოჯახში ერთად აღინიშნებოდა როგორც მართმადიდებლური, ასევე კათოლიკური და მუსლიმანური დღესასწაული. ირმას დედა ქართველია და ის  ქართველობას და  ტრადიციას ანიჭებს უპირატესობას. ირმა გვიყვება, რომ ბებია გარდაცვალებამდე მართმადიდებლურად მოინათლა, მან ასწავლა მას გერმანული ენის და კულტურის პატივისცემა.

პროექტს “მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.

 

გერმანული სათვისტომოს ხელმძღვანელი ირმა ტუდაძე – მთვარის კლუბში

გადაცემა "მთვარის კლუბი"ს სტუმარია გერმანული სათვისტომოს ხელმძღვანელი ირმა ტუდაძე

Posted by მთვარის კლუბი on ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018