რა შეცვალა სამედიცინო რეცეპტის გადამოწმების სისტემამ

რას  გულისხმობს   ჯანდაცვის  სამინისტროს  მიერ 15 ივლისიდან ამოქმედებული რეგულაცია,  რომელიც  მოქალაქეებს სამედიცინო  რეცეპტის გადამოწმების  საშუალებას  აძლევს? 

გადაცემა  ჰეშთეგის  ჟურნალისტებმა გადაამოწმეს რა  შეიცვალა  აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებიდან დღემდე,  რომელიც  მოქალაქეებს  აძლევს  საშუალებას ექიმის  დანიშნულება  ელექტრონულად  გადაამოწმონ.

გადაცემაში  იხილავთ  გამოკითხვას,  რამდენად  არიან  ინფორმირებული მოქალაქეები ამ  რეგულაციის  შესახებ.  ასევე  გაიგებთ  არსებობს  თუ არა  ოფიციალური  სტატისტიკა  რამდენმა  ადამიანმა  გამოიყენა  აღნიშნული  სისტემა და  გადაამოწმა  ექიმის  დანიშნულება  კომისიის  დახმარებით.  შესაძლებლობა  გექნებათ მოისმინოთ  პასუხისმგებელი  უწყებებისა  და  სამედიცინო  დაწესებულების წარმომადგენლების  კომენტარი.

გადაცემაში სკაიპის საშუალებით  ჩაერთო  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის  მინისტრის  მოადგილე მაია  ლაგვილა, რომელმაც  ისაუბრა  რატომ იყო აღნიშნული  სისტემის დანერგვა  საჭირო და  როგორია მისი  შედეგები ამ  დროისთვის,  როგორ  აისახა  ეს  მომსახურების  შედეგზე,  რამდენად  პრიორიტეტული იქნება  მომავალში  სამინისტროსთვის  რეცეპტის  ელექტონული  სისტემის  ამუშავება.

გადაცემა  მომზადებულია  პროექტის ფარგლებში  “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების  პროცესში”.

პროექტი დაფინანსებულია  “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამის  ფარგლებში]. გადაცემაში გამოთქმული შეხედულებები და  მოსაზრებები  არ არის  აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის  შეხედულებებს.