5-6 დეკემბერს ყალბი ინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის თემაზე დისკუსიათა ციკლის ფარგლებში, შეხვედრები ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
აღნიშნულ თემებზე ქვედა სამებისა და ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს მივაწოდეთ ინფორმაცია.
შეხვედრები იმართება პროექტის – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში, ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.