დისკუსია ხულოში- ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა საქართველოში

2016 წლის 12  დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნლისტთა სახლის“ ორგანიზებით ხულოს საკრებულოში  გაიმართა დისკუსია „ ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა საქართველოში“.
ევროსაბჭოს ექსპერტიზისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცენტრი (DG II), 2015-2017 წლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში ახორციელებს პროექტს:“ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება”.
პროგრამის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება მყარი ნარჩენების მართვის საკითხებში, რომელიც მოიცავს:
მყარი ნარჩენების შეგროვებას;
ნარჩენების გატანის უზრუნველსაყოფად სტრუქტურული ერთეულის შექმნას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

დისკუსიის მომხსენებლები არიან:
 დავით ლოსაბერიძე – ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური
თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული
ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან;
 ტიტე აროშიძე – ეკონომისტი, საექსპერტო სამუშაო ჯგუფის წევრი;
 გიორგი ქათამაძე – ეკონომისტი, საექსპერტო სამუშაო ჯგუფის წევრი;
 ლევან მჟავანაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის და სახელშეკრულებლო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.
დისკუსიის მოდერატორი: ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“
თავმჯდომარე.
დისკუსიათა ციკლი მომზადდა ამერიკული ფონდის NED-ის (ნაციონალური წვლილი
დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარება“
ფარგლებში.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=QZMn1oXqIe0&t=13s” width=640 height=360 ]