შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოში არსებული რეალობა“

posted in: დისკუსია | 0

2013 წლის 3 დეკემბერს,  პრესკაფეში გაიმართა დისკუსია სახელწოდებით:„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოში არსებული რეალობა“.2013 წლის 3 დეკემბერს,  პრესკაფეში გაიმართა დისკუსია თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოში არსებული რეალობა“.
დისკუსიაზე მოხსნება გააკეთეს:
თამაზ მჟავანაძემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის, სამართალმცოდნეობისა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა – “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები – საკანონმდებლო ხარვეზები და არსებული რეალობა“
რამინ მაჭარაშვილმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის, სამართალმცოდნეობისა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა- „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემები“

3 დეკემბერი გაეროს ინიციატივით, აღინიშნება, როგორც „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კეთლდღეობის, ღირსებისა და უფლებების აღიარება და მხარდაჭერა. გაერო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს ამ კუთხით არსებული პოლიტიკა პროგრამები და პრაქტიკა დააფუძნონ ადამიანების ფუნდამეტურ უფლებებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესებს.
დისკუსიათა ციკლი ხორციელდება “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის”  მიერ, პროექტის – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით