დისკუსია სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში

1 ნოემბერს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში ჩატარდა სტუდენტური დისკუსია, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე გიორგი ბოლქვაძე უძღვებოდა. დისკუსიის თემა იყო “ქალთა მიმართ ძალადობა”. შეხვედრის პროცესში მონაწილეებმა განიხილეს თემის ირგვლივ არსებული პრობლემები და ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები,რომლებიც ასახავდა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს.
დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ფონდ ნედის (NED) მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://youtu.be/KY3zNz6uzD0″ width=640 height=360 ]