დისკუსია სოფელ კვირიკეს №2 საჯარო

8 ნოემბერს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა დისკუსია 

თემაზე “არჩევანის თავისუფლება”. ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე მარიეტა იობიძე მონაწილეებს ესაუბრა ამ თემის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, გამოთქვეს მოსაზრებები და ისაუბრეს თავიანთ მაგალითებზე. დისკუსიის ბოლოს ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები და პარალელი გაავლეს რეალობასთან. დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”[NED] მხარდაჭერით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sjzzhV78tkU&feature=youtu.be” width=640 height=360 ]