ინტერმუნიციპალური დისკუსია ქალაქ ფოთში

1 მარტს, ქალაქ ფოთის №5 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტერმუნიციპალური დისკუსია “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში. აღნიშნულ დისკუსიებზე პროექტის განხორციელებაში ჩართული მოხალისეები წარადგენენ ფონდ ნედის (NED) მიერ, მიმდინარე და წინა წლებში დაფინანსებულ პროექტებში მომზადებულ სიუჟეტებს.

შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ვიდეო-სიუჟეტები მოზარდების არჩევანის თავისუფლებაზე და ე.წ. უხერხულ გაკვეთილზე. სიუჟეტი “უხერხული გაკვეთილი” ეხება პროგრამულ მასალას, რომელიც მოგვითხრობს ადამიანის რეპროდუქციულ სისტემასა და სქესობრივ გამრავლებაზე. ბოლო რამდენიმე ათასწლეულიდან მოყოლებული მასწავლებლები დღემდე თვლიან, რომ მსგავს თემებზე საუბრის ადგილი სკოლა არ არის.

ორივე თემასთან დაკავშირებით გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი მოზარდის თავისუფლების თემაზე ნაჩვენები ვიდეო-მასალა მშობლებსაც აჩვენონ და ამ თემაზე მათთან ერთად გამართონ დისკუსია.

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა” ხორციელდება ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://youtu.be/HGrvsk6wp4E” width=640 height=360 ]