დისკუსია ყოროლისთავის საჯარო სკოლაში

21 ნოემბერს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლაში გაიმართა სტუდენტური დისკუსია. 
დისკუსიას ორგანიზაციის მოხალისე მუხრან ზოიძე უძღვებოდა, საუბრის თემას “ბავშვთა მიმართ ძალადობა” წარმოადგენდა. მონაწილეები გაეცნენ ბავშვთა უფლებების დაცვის ძირითად არსსა და მექანიზმებს. ვისაუბრეთ მოსწავლეებს შორის ძალადობაზე, საზოგადოების და სკოლის ჩართულობაზე,  ბავშვთა უფლებების დაცვის პროცესში. მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოც,  რათა უკეთ გაეგოთ ძალადობის უარყოფითი მხარეები.

შეხვედრის  ფოტო-მასალა შეგიძლიათ  იხილოთ აქ
დისკუსიათა ციკლი იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში ფონდ ნედის (NED) დაფინანსებით.