სტუდენტური დისკუსია სოფელ ლეღვაში

31 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ჩატარდა სტუდენტური დისკუსია, რომელსაც ნესტან ვარშანიძე უძღვებოდა. შეხვედრაზე, მომხსენებელმა, განიხილა საქართველოს შრომის კოდექსის სხვადასხვა ასპექტები. ისაუბრა ხელშეკრულების დადების დეტალებზე, ზეგანაკვეთურ სამუშაო დროზე, შრომითი უსაფრთხოების როლსა და მნიშვნელობაზე.

დისკუსია იმართება “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] დაფინანსებით.