სოციალური კამპანია

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” აგრძელებს მუშაობას ეთნიკურ უმცირესობების ინტეგრაციის თემაზე.

აგვისტოს თვეში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ინიციატივით, განხორციელდა სოციალური კამპანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურში მცხოვრები ბოშებისთის.

გელაურის დასახლებაში  ბოშების ოცდახუთი  ოჯახი ცხოვრობს.  დამზადდა  სხვადასხვა სახის ტკბილეულობის  44 სასაჩუქრე პაკეტი  და დაურიგდა იქ მცხოვრებ ბავშვებს.

“ქობულეთში მცხოვრები  ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობის”  პროექტი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა 2019 წლის 22 მაისს დაიწყო.

[icon icon=icon-ok size=20px color=#000 ] პროექტის მიზანია: ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბოშათა უმცირესობის ინტეგრაციის ხელშეწყობა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალისტები თვეში ერთხელ მულტიმედია ფორმატში  მოამზადებენ სტატიების ციკლს ბოშების წინაშე არსებული პრობელემების შესახებ და მათ კულტურულ თავისებურებებზე, სულ პროექტის ფარგლებში მომზადდება 5  სტატია, რომელიც განთავსდება  ვებ-გვერდზე www.batumelebi.ge და netgazeti.ge.
  •  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგის“ 5 პირდაპირი სატელევიზიო ეთერი დაეთმობა ბოშების თემატიკას.  გადაცემა ,,ჰეშთეგში”, გადაცემის წამყვანები  პირდაპირ ეთერში სტუმართან და ექსპერტებთან ერთად განიხილავენ კონკრეტულ საკითხებს, რაც ბოშების წინაშე მდგარი პრობლემების ამსახველი იქნება.

[icon icon=icon-home size=21px color=#000 ] პროექტს “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.