ასოცირების შეთანხმების ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით,  20 დეკემბერს გაიმართა  დისკუსია თემაზე: ასოცირების შეთანხმების ვალდებულებები  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  სფეროში.  

მომხსენებლად  მოწვეული იყო  მედიცინის აკადემიური დოქტორი – თენგიზ ვერულავა.

დისკუსიის მომხსენებელმა ისაუბრა ჯანდაცვის სისტემის მიზნებსა და ფუნქციებზე, განიხილა დაფინანსების სისტემის მოდელები, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და მისი არსი, ხარჯთეფექტური დაფინანსების მეთოდები. გარდა ამისა, საუბრის თემას სისტემის გამოწვევები წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროპული ქვეყნების გამოცდილების, მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ ჯანდაცვის სფეროში.

დისკუსია გაიმართა პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა].