1 ივნისს, 15:00 საათზე, პრესკაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებულმა „ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალმა ჩაატარა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები:
• დარტსის ტურნირის ფინალი, გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება;
• თეატრალური წარმოდგენა ბავშვთა უფლებების თემაზე;
• კროსვორდების შეჯიბრი;
• სულხან შაქარაძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
• თაზო ნარიმანიძის ფილმის „ღია ფანჯრები“ ჩვენება და განხილვა;
დარტსის ტურნირი ჩატარდა სპორტული მაღაზია „PUMA”-ს ფინანსური მხარდაჭერით.
აქტივობა განხორციელდა პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მხარდამჭერები:
პრესკაფე, გაზეთი ბათუმელები, ევროპული ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.