სამხრეთ კავკასიის მულტიმედიის კურსის ფინალური ნამუშევრების ჩვენება

8 ივნისს 12:00 საათზე პრესკაფეში გაიმართა სამხრეთ კავკასიის მულტიმედიის კურსის ფინალური ნამუშევრების ჩვენება.

დემოკრატიული მმართველობა საქართველოში

4 ივნისი  „პრესკაფეში“ მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის მიზანი საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის პროექტის და სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის კანონპროექტის განხილვაა;

1 ივნისი-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისს, 15:00 საათზე, პრესკაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებულმა „ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალმა ჩაატარა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები. დასწრება იყო თავისუფალი.

დარტსის ტურნირი

25 მაისს 11:00 საათზე პირველი საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში „ ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს შორის ატარებს დარტსის ტურნირს, რომელსაც ორგანიზებას უწევს ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ სპორტული მაღაზია PUMA-ს ფინანსური მხარდაჭერით.

„საქართველოს დამოუკიდებლობის ფოტო ისტორიული ასპექტები“ .

დისკუსია და ფოტოგამოფენა მოეწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებული პროექტის „საქართველოს დამოუკიდებლობის ფოტო ისტორიის“ ფარგლებში. სადისკუსიო დრო : 2013 წლის 25 მაისს , 14:00-16:00 -ზე.