“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება – “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”.
პროექტის მიზანია: ქალაქ ბათუმში და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებში და სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების/ დისკუსიების ჩატარებით, სატელევიზიო და ინტერნეტ-გადაცემების და ვრცელი ანალიტიკური სტატიებით ასოცირების ხელშეკრულებაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგში მონაწილეობისადმი ინტერესის გაღვივება. ხანგრძლივობა 2018-2019 წწ.
- აღნიშნული პროექტის ფარგლებში 20-21-22 იანვარს ჩატარდა ტრენინგი- “საქართველო და ევროკავშირი -ასოცირების შესახებ შეთანხმება”, რომელსაც მოწვეული ექსპერტი – მიხეილ მირზიაშვილი უძვებოდა.
ფონდ NED-ის მხარდაჭერით “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში მომზადდა:
- 6 იანვარი, ერეკლე ნოღაიდელის სიუჟეტი ბოშების ყოველდღიური ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ, რომელიც აჭარის ტელევიზიის გადაცემა “დილის ტალღის” პირდაპირ ეთერში გადაიცა.
- 13 იანვარი, გიორგი ბოლქვაძის სიუჟეტი ბათუმის ნაგავსაყრელისა და ნარჩენებით გამოწვეული პრობლემების შესახებ, რომელიც ასევე “დილის ტალღის” პირდაპირი ეთერით გადაიცა.
- 19 იანვარი, გადაცემა “ჰეშთეგის” პირდაპირ ეთერში გავიდა დავით ჯინჭარაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი თემაზე: რამდენად ასრულებს მეთორმეტე კლასი თავის ფუნქციას? ისევე როგორც ათი წლის წინ ამ თემაზე დღესაც აზრთა სხვადასხვაობაა.
- 26 იანვარი, ხატია სიხარულიძემ გადაცემა “ჰეშთეგის” მაყურებელს სიუჟეტით “ოჯახი და ეროვნება” რამდენიმე შერეული ოჯახი და მათი ისტორიები გააცნო, რა ბარიერები ხვდებათ და როგორია საზოგადოების დამოკიდებულა მათ მიმართ.
“ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა” (PITA), რომელიც ხორციელდება გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
- 29 იანვარი, ბათუმის ახალგაზრდულს ცენტრს ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ეწვივნენ და მათ მიერ ჩატარებული სოციალური ექსპერიმენტი / ვიდეო-სიუჟეტის ჩვენება მოაწყეს, რომელიც კარგად ასახავდა ქუჩაში უგულვებელყოფილი ბავშვის მიმართ მოქალაქეების რეაქციებსა და ემოციებს.
ორგანიზაციის მედია-პარტნიორები: ჟურნალი “ბათუმელები” და “აჭარის ტელევიზია”.