ვიდეო კონკურსი – საქართველოს ადგილი ევროპაში

სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ – საქართველოს ნებისმიერ რეგიონში,  ეს კონკურსი თქვენთვისაა!

გიყვართ გადაღება და ემოციების ამ ფორმით გაზიარება?  გადაიღეთ მობილური ტელეფონით 5 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეორგოლი, ატვირთეთ youtube-ს არხზე და ბმული გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: batumiijh@gmail.com

სიტყვა ვიდეორგოლი ნუ შეგაშინებთ, ეს ისეთივე პატარა და მარტივი ვიდეოა, როგორსაც, დარწმუნებული ვართ, ხშირად იღებთ მეგობრებთან ერთად და მათ გარეშეც.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდას შეუძლია.

საკონკურსო ვიდეორგოლით თქვენ უნდა შეძლოთ:

  • აჩვენოთ რა შედეგებს მოუტანს საზოგადოებას, ქვეყანას ევროპასთან ღია ურთიერთობები;
  • როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ევროპული ფასეულობების შესახებ ინფორმაციის გაყალბებას;
  • როგორ  შეიძლება შევუწყოთ ხელი  მრავალფეროვან საზოგადოებაში მშვიდობიან თანაცხოვრებას;
  • რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია საზოგადოებაზე თუ ცალკეულ ადამიანზე;
  • რამდენად რეალურია ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების შესახებ მითები, აგრეთვე კულტურისა თუ ტრადიციების დაკარგვის საფრთხე

 

საკონკურსო  ნამუშევარში დაუშვებელია პლაგიატი, სხვისი   ინტელექტუალური საკუთრების მითვისება/ გასაღება.

სასურველია ვიდეო მონოლოგების გარეშე. უპირატესობა  მიენიჭება შემოქმედებით, ორიგინალურ ხედვასა და გადმოცემის ფორმების მრავალფეროვნებას.

საუკეთესო ნამუშევრის შერჩევის კრიტერიუმებია:

  •         ორიგინალური ნამუშევარი;
  •         კრიტიკულად  გააზრებული და  არგუმენტირებული შინაარსი;
  •         თემასთან დაკავშირებული ტერმინების სწორად გადმოცემა;
  •         პრობლემის იდენტიფიცირება/ ჩვენება და მისი გადაჭრის  გზების შემოთავაზება;

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 20 აგვისტო. 

კონკურსის  მონაწილემ ასევე უნდა მოგვაწოდოს საკონტაქტო ინფორმაცია: (ტელეფონოს ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, ელ-ფოსტა და ფეისბუქ გვერდი)

გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი: 25 აგვისტო.

კონკურსის ორგანიზატორი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

პრიზი: 400$-ის ღირებულების ტექნიკა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მობ: 557 99 33 32

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო”.

 

კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში  “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”.