ტრენინგი ნარჩენების ეფექტიან მართვაზე ხულოში

posted in: სიახლე | 0

12 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე:ნარჩენების ეფექტიანი მართვა. 

🔖 მომხსენებელმა ისაუბრა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და გამოწვევებზე. შეხვედრაზე განიხილეს ნარჩენების მართვის კუთხით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო მაგალითები.

🔹 ტრენინგი დატვირთული იყო სხვადასხვა პრაქტიკული დავალებებით და აქტიური დისკუსიით.

შეხვედრები ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში გაგრძელდება მომდევნო ორ დღეს, სადაც მომხსენებლები ისაუბრებენ საინფორმაციო კამპანიის დაგეგმარებასა და სამოქალაქო აქტივიზმზე.

👉 პროექტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.